იპოვე შენი რატომ
ცხოვრებაში ორი დღეა მნიშვნელოვანი: დღე, როცა ვიბადებით და დღე, როდესაც ვხვდებით რატომ.
ჩვენს საუკუნეში ისე, როგორც არასდროს, აქტუალურია საკუთარი თავის, საკუთარი მისიისა და ჭეშმარიტი მოტივაციის ძიება. დღეს აუცილებელ საჭიროებათა შორის პრიორიტეტულია გაიგო, რა გაბედნიერებს და სად არის შენი ენერგიის წყარო. რაც არ უნდა გაწაფული ან წარმატებული იყო სხვების დაკვეთების შესრულებაში, მდგრადი უშუალოდ შენს ღირებულებებზე დაფუძნებული მიზნების რეალიზაციაა. მხოლოდ ასეთ შედეგს მოაქვს ჭეშმარიტი სიხარული. ბედნიერდები შენც და აბედნიერებ გარემოს.
სწორედ ამ მიზნის გაანალიზებისა და გაცნობიერებისათვის, დიალოგში ჩვენს ქოუჩ, ქეთევან ირემაშვილთან ერთად, შევქმენით ახალი ჯგუფური ტრენინგი: „იპოვე შენი რატომ“. შევეცადეთ ჩაგვეშალა ის ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც გვეხმარება ვიპოვოთ პასუხი მთავარ კითხვებზე და ავამაღლოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი.
ტრენინგის გავლის შემდეგ, თქვენ:
- უკეთ გააცნობიერებთ საკუთარ სურვილებს;
- შესძენთ სიცხადეს საკუთარი მიზნების მიღმა არსებულ მოტივაციას;
- ნათლად შეაფასებთ იმ რესურსებსა და გამოცდილებას, რაც მოცემულ მომენტში მიზნის მისაღწევად გაგაჩნიათ;
- განსაზღვრავთ, რისი მიღება, მოპოვება და გაუმჯობესება გჭირდებათ ამ მიზნების მისაღწევად;
- შეიმუშავებთ პირად სიტუაციაზე მორგებულ გეგმას, დასახული მიზნის რეალიზაციისათვის;
ტრენინგის თარიღი: 27 თებერვალი
ტრენინგის ღირებულება: 100 ლ
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 500 288 ან მოგვწერეთ სოც.ქსელში: Facebook